გიორგი გახარია - დღევანდელი თარიღი იმის დასტურია, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ის უმთავრესი მიღწევაა, რომლის დაკარგვასაც ქართველი ერი არასოდეს შეეგუება

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას შეფასებით, დღევანდელი თარიღი იმის დასტურია, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ის უმთავრესი მიღწევაა, რომლის დაკარგვასაც ქართველი ერი არასოდეს შეეგუება.

„31 წელი გავიდა, რაც დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმზე სრულიად საქართველოს მოსახლეობამ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ჩათვლით, გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის სასარგებლოდ.

სიმბოლურია ისიც, რომ 31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

დღევანდელი თარიღი დასტურია იმის, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ის უმთავრესი მიღწევაა, რომლის დაკარგვასაც ქართველი ერი არასოდეს შეეგუება, რაც თაობებმა დაამტკიცეს. ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ!- წერს გიორგი გახარია „ფეისბუქში“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა