უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 148 ბავშვი დაიღუპა და 232 დაიჭრა

უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, საომარი მოქმედებების შედეგად, 148 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 232 კი - დაიჭრა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის დასახლებებში, აქტიური საომარი მოქმედებების ფონზე, დაღუპული და დაშავებული ბავშვების რეალური რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია.

როგორც Ukrinform-ი გაეროზე დაყრდნობით იუწყება, უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, 1179 მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 1860 კი - დაშავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო