ავსტრალიური გამოცემა საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით: „შემდეგი სამიზნე ქვეყანა პუტინის სიაში“

„შემდეგი სამიზნე ქვეყანა პუტინის სიაში“ - ამ სათაურით საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას ავსტრალიური მედიასაშუალება news.com.au ავრცელებს.

ჟურნალისტი ალექსის ქერი საკუთარ პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ სანამ უკრაინაში დამანგრეველი შეჭრა გრძელდება, მასთან ახლომდებარე ქვეყანაში არასასიამოვნო ამბავმა პოტენციური ახალი კრიზისი გამოავლინა.

„პატარა ევროპული ქვეყნის სეპარატისტულმა რეგიონმა რუსეთთან შეერთების შოკისმომგვრელი გეგმების შესახებ განაცხადა, რამაც მომავალი კონფლიქტის შესახებ შიში გამოიწვია“, - აღნიშნავს ავტორი სტატიაში და ე.წ სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც რეფერენდუმის შესაძლო გამართვის შესახებ განაცხადა, რის მიხედვითაც კრემლის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონი რუსეთს შეუერთდება.

ავსტრალიური მედიასაშუალება ბიბილოვის განცხადებას ციტირებს, სადაც მან აღნიშნა, რომ ამ კუთხით, უახლოეს მომავალში შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება.

„ოსი ხალხი გაყოფილია და მათი ისტორიული და სტრატეგიული მიზანი ერთ სახელმწიფოში გაერთიანებაა. ეს სახელმწიფო არის რუსეთის ფედერაცია“, - ციტირებს news.com.au ბიბილოვს.

ჟურნალისტი იქვე აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა მას შემდეგ დაიწყო, რაც პუტინმა ოფიციალურად აღიარა უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონები და რომ არსებობს შიში, საქართველოს სეპარატისტული რეგიონის ეს ნაბიჯი რუსეთის ანექსიის ამბიციების ესკალაციაზე მიუთითებდეს.

გამოცემა დასძენს, რომ ამ შიშებს ემატება ის ფაქტიც, რომ რუსმა პოლიტიკოსმა ანდრეი კლიმოვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასთან“ დაადასტურა, რომ კრემლი მზად არის „სამხრეთ ოსეთის“ საკუთარ შემადგენლობაში მისაღებად.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მეორე სეპარატისტულმა რეგიონმა, აფხაზეთმა, ასევე გამოხატა მხარდაჭერა ამ ნაბიჯის მიმართ, აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ „ტასს“ განუცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის "ისტორიული ბედი" იყო რუსეთთან შეერთება.

სტატიაში, ავტორი პუტინის მზაკვრულ გეგმად მოიხსენიებს ვლადიმერ პუტინის საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილს, რაზეც უამრავი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამ კუთხით უკრაინაში შეჭრა მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო.

„ბალტიისპირეთის ქვეყნები: ესტონეთი, ლატვია და ლიტვა, ისევე როგორც, მოლდოვა და საქართველო შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. პუტინს შეუძლია გააძლიეროს ზეწოლა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირში მყოფ ქვეყნებზე, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო - მაგალითად, დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის აღიარებით ან სამხრეთ ოსეთის ანექსიით“, - აღნიშნულია გამოცემაში.

ავსტრალიელი ჟურნალისტი პუბლიკაციაში საქართველოს რთულ ისტორიასაც მოკლედ მიმოიხილავს და დასძენს, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გაუარესდა, რის შედეგადაც ომი დაიწყო.

დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
სრულიად ახალი Toyota Corolla Cross
„ფარმადეპო“ მომხმარებლებს მედიკამენტებზე გარანტირებულად ყველაზე ხელმისაწვდომ ფასს სთავაზობს
საქართველოს უნივერსიტეტის ქართულ-ამერიკული კინოაკადემია აცხადებს კონკურსს „ვეფხისტყაოსანის“ ილუსტრაცია
საუკეთესო შეთავაზებები "სამსუნგის" მხოლოდ ოფიციალურ ტელევიზორებზე