ბექა დავითულიანი ბიბილოვის განცხადებაზე - როგორც ჩანს, პროვოკაციები საქართველოს მიმართ გააქტიურდება და ჩვენ სამწუხაროდ, კიდევ ბევრ პროვოკაციას უნდა ველოდოთ

როგორც ჩანს, პროვოკაციები საქართველოს მიმართ გააქტიურდება და ჩვენ სამწუხაროდ, კიდევ ბევრ პროვოკაციას უნდა ველოდოთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა ბიბილოვის ამ განცხადებაზე რუსეთის რეაქცია იქნება საქართველოსთვის ერთგვარი მესიჯი. მისივე თქმით, ამაზე საქართველომ რეაგირება საერთაშორისო ბერკეტებით უნდა მოახდინოს.

„ეს არ არის პირველი განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მხრიდან რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა დაველოდოთ ასევე რა რეაქცია ექნება რუსეთს ამაზე, ეს ისედაც არის მესიჯი და რუსეთის პოზიცია იქნება დამატებით მესიჯი საქართველოს მიმართ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ყველა ჩვენს ხელთ არსებული რესურით, ამავდროულად, გავითვალისწინოთ უსაფრთხოების მაღალი რისკები და ვიმოქმედოთ მაქსიმალურად ფრთხილად, რომ ქვეყანა ამ მძიმე ვითარებიდან, რაც რეგიონშია შექმნილი, გამოვიყვანოთ მოგებული და არა კიდევ უფრო დაზიანებული. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და იმედი გვაქვს ამის შესაძლებლობებს რეგიონში შექმნილი პოლიტიკური კონტექსტი მოგვცემს.

თავისთავად ბიბილოვის მხრიდან გაკეთებული განცხადება უკანონოა, არავითარ სამართლებრივ საფუძველს არ შეიცავს, ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, ეს არის სეპარატისტული რეჟიმი, არავითარი კანონიერი საფუძველი და რაიმე რეალური პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლიათ. რუსეთის რეაქციაც ამ ნაბიჯზე იქნება მესიჯი ჩვენს მიმართ, აუცილებლად ბიბილოვის განცხადებასაც და რუსეთის ამ რეაქციასაც მოჰყვება საპასუხო რეაქცია ჩვენი მხრიდან იმ შესაძლებლობებით რაც დღეს საქართველოს გააჩნია. საქართველოს დღეს აქვს შესაძლებლობა რეაგირება მოახდინოს საერთაშორისო ბერკეტებით მსგავს ნაბიჯებზე“, - განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისათვის, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკა ისტორიული სამშობლოს, რუსეთის შემადგენლობაში იქნება.

ბიბილოვის განცხადება რუსეთის მმართველი პარტიის, „ედინაია რასიას“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გასაერთიანებლად უახლოეს მომავალში „სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“.

ამასთან, როგორც ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პრესმდივანმა დინა გასიევამ „რია ნოვოსტის“ განუცხადა, „სამხერთ ოსეთის“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 10 აპრილის „საპრეზიდენტო არჩევნების“ შემდეგ გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა