უკრაინული მხარის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან 17 500-მდე რუსი ჯარისკაცია მოკლული

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, რუსული მხარის დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

უკრაინული მხარის ცნობით, მათ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან, რუსულმა ძალებმა 17 500 ჯარისკაცი და სხვადასხვა სახის ტექნიკა დაკარგეს.

კერძოდ, მოკლული 17 500 რუსი დამპყრობლის გარდა, მტერმა დაკარგა 614 ტანკი, 1735 ჯავშანტექნიკა, 311 საარტილერიო სისტემა, 96 სარაკეტო სისტემა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის სამხედროებმა ასევე, 54 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 135 თვითმფრინავი და 131 ვერტმფრენი გაანადგურეს. გარდა ამისა, აგრესორმა 1201 საავტომობილო მანქანა, 7 კატარღა, 75 საწვავის ავზი, 83 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 22 ერთეული სპეცტექნიკა და 4 ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემა დაკარგა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა