ცესკო-ს თავმჯდომარე - სიებთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის, ვფიქრობ, გადაუმოწმებელი - მიწერა, მოწერა, გადაწერა და გადმოწერა საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას არ წარმოადგენს

მიწერა, მოწერა, გადაწერა და გადმოწერა საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას არ წარმოადგენს - არავითარი 1000 და 3000 ამომრჩევლის შემთხვევა არაა, საუბარია კონკრეტულ საარჩევნო უბანზე 500-მდე ამომრჩევლის ცვლილებაზე, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ოპოზიციის ბრალდებების შესახებ, რომ „ბათუმში ამომრჩეველთა სიები გაზარდეს“.

როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო სიებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონთან შესაბამისობით იმოქმედა.

„არავითარი 1000 და 3 ათასი ამომრჩევლის შემთხვევა არაა, საუბარია კონკრეტულ საარჩევნო უბანზე 500-მდე ცვლილებაზე, საიდანაც დაახლოებით 100 იყო ახალი ამომრჩეველი, ასევე ისეთი შემთხვევები, როგორებიც ამ ყველაფრის მიღმა დგას - შიდა როტაციის თუ რეგისტრაციის ცვლილების შემთხვევები, რომელიც შესაბამისმა უწყებებმა საარჩევნო ადმინისტრაციას გადმოსცეს.

გარკვეული მწუხარება სიებთან მიმართებით ადმინისტრაციის მხრიდან ვერ ჩაითვლება ობიექტურ გარემოებად, რადგან, ვფიქრობ, რომ ადმინისტრაციამ აბსოლუტურად კანონთან შესაბამისობით იმოქმედა.

სიებთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის, ვფიქრობ, გადაუმოწმებელი. საუბარი იყო 1000-ზე მეტი ადამიანის გადაწერის შემთხვევებზე, როდესაც რეალურად ეს ციფრი 500-ს არ აღემატება. ასევე, საუბარია პირებზე, რომელთაც 18 წელი უსრულდებათ, ბათუმის შემთხვევაში იყო დაახლოებით 100 ასეთი ამომრჩეველი. ასევე გარდაცვლილი პირები, რომლებიც შესაბამისი სიებიდან ამოვიღეთ. ამას გარდა იყო 300-ზე ცოტა მეტი ამომრჩეველი, რომელიც მოგვეწოდა შესაბამისი უწყების მხრიდან და ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ამ ადამიანების ინტეგრაცია მოვახდინოთ შესაბამის საარჩევნო უბნებზე, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ ზედმიწევნით განახორციელა“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ