ვოლოდიმირ ზელენსკი - ხშირად ამბობენ, რომ დაუსჯელი ბოროტება ბრუნდება - დავამატებდი: დაუსჯელი ბოროტება ბრუნდება ყოვლისშემძლეობის გრძნობით

ხშირად ამბობენ, რომ დაუსჯელი ბოროტება ბრუნდება. დავამატებდი: დაუსჯელი ბოროტება ბრუნდება ყოვლისშემძლეობის გრძნობით, - ასე მიმართა ავსტრალიის პარლამენტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი სანქციების დაწესებაა საჭირო.

„მსოფლიოს რომ რუსეთი იმის გამო დაესაჯა, რაც მან 2014 წელს გააკეთა, 2022 წელს უკრაინაში შეჭრის საშინელება არ იქნებოდა. ჩვენ ახლა, ეს შეცდომები უნდა გამოვასწოროთ. დამპყრობლებისგან თავის დასაცავად, ავსტრალიის ორპარტიული მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ, რომელიც თქვენმა სახელმწიფომ უკვე გაგვიწია, კერძოდ, 70 ტონა ქვანახშირი, ჩვენი ენერგეტიკული საჭიროებებისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ერთად შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ მეტი. რუსეთის წინააღმდეგ, ახალი, მკაცრი სანქციებია საჭირო. სანამ რუსეთი ბირთვულ შანტაჟს, ზღვის ბლოკადას თავს არ დაანებებს, მან ყველაზე მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს. თავისუფალი სამყაროს პორტებში, არცერთი რუსული გემი უნდა შევიდეს. რუსული ნავთობის ყიდვა, გლობალური უსაფრთხოების საფუძვლების დანგრევისთვის ფასის გადახდას ნიშნავს. რუსეთთან ნებისმიერი საქმიანი აქტივობა მთლიანად უნდა შეწყდეს. არცერთი დოლარი ხალხის ლიკვიდაციისთვის!“ - განაცხადა ზელენსკიმ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს