დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის 14 მოქალაქეს სანქციები დაუწესა, რომელთა შორის არიან მედიის მფლობელები და გენერალი, რომელსაც „მარიუპოლის ყასაბს" უწოდებენ

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. ჯამში სანქციები 14 პირს დაუწესდა. სანქციები დაუწესდათ საინფორმაციო არხს RT-ს მფლობელ სერგეი ბრილევს, Gazprom-Media-ს აღმასრულებელ დირექტორ ალექსანდრე ჟაროვს, RT-ის მმართველ დირექტორს ალექსეი ნიკოლოვს და Sputnik International-ის ხელმძღვანელს ანტონ ანისიმოვს.

„პუტინის ომი უკრაინასთან დაფუძნებულია სიცრუის ნიაღვარზე. ბრიტანეთმა ხელი შეუწყო მსოფლიოში კრემლის დეზინფორმაციის გამოვლენას. სანქციების ეს უკანასკნელი სერია ურტყამს უსირცხვილო პროპაგანდისტებს, რომლებიც პუტინის ყალბ ამბებსა და ნარატივებს ავრცელებენ“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.

სანქცირებულთა სიაშია ასევე, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი, რომელსაც „მარიუპოლის ყასაბს" უწოდებენ.

„ჩვენ გავაგრძელებთ დამატებით სანქციებს, რათა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე და უზრუნველვყოთ, რომ უკრაინაში პუტინი წააგებს“, - დასძინა ტრასმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს