იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა, საკუთარი განზრახვების შესახებ არაერთხელ მოიტყუა, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ მისი ქმედებებით და არა სიტყვებით

ჩვენ მოვისმინეთ ბოლო განცხადებები, რომ რუსეთი კიევის გარშემო და ჩრდილოეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციებს შეამცირებს, მაგრამ რუსეთმა, საკუთარი განზრახვების შესახებ არაერთხელ მოიტყუა. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ მისი ქმედებებით და არა სიტყვებით, - აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 2021 წლის, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ის დახმარება, რომელიც ნატო-მ უკრაინის ჯარებს, წვრთნებისა და ტექნიკით უზრუნველყოფის სახით გაუწია, არის მიზეზი იმ მამაცობისა, „რამაც მსოფლიო შთააგონა“.

„წლიური ანგარიში ჩვენს მუშაობას ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად, ჩვენი პარტნიორებისთვის მხარდაჭერასა და მომავლისთვის ჩვენს ადაპტაციას მოიცავს. ბოლო თვეებში, ჩვენი უსაფრთხოების გარემო მკვეთრად გაუარესდა. პრეზიდენტი პუტინის სასტიკი შეჭრა უკრაინაში შოკისმომგვრელია, მაგრამ არ არის გასაკვირი. ნატომ-მ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო, სრულმასშტაბიანი შეჭრა დაეწყო უკრაინაში. ჩვენ ყველაზე უარესისთვის მოვემზადეთ, მაგრამ ბევრი ვიმუშავეთ საუკეთესოსთვის. ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით რუსეთის დიალოგში ჩართვას, მაგრამ რუსეთი თანმიმდევრულად გვტოვებდა და საბოლოოდ, გადაწყვიტა დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა. გასული შემოდგომისთვის, ჩვენ ზომები მივიღეთ ჩვენი ძალების მზადყოფნის ასამაღლებლად და ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, უფრო მეტი ჯარი განვათავსეთ.

ჩვენ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გავაძლიერეთ. აღნიშნული, უკრაინის ძალებისა და ინსტიტუტებისთვის, ნატო-ს მრავალწლიან დახმარებას ემყარება. წლების განმავლობაში, მოკავშირეებმა ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნეს, რომლებიც თანამედროვე ტექნიკით არიან უზრუნველყოფილი, ასევე მხარი დავუჭირეთ რეფორმებს. უკრაინული ძალები ახლა უკეთ გაწვრთნილი და უკეთ აღჭურვილი არიან, ვიდრე ოდესმე და ისინი, თავიანთ წვრთნასა და აღჭურვილობას, ფრონტის ხაზზე იმ სიმამაცით იყენებენ, რამაც მსოფლიო შთააგონა. ჩვენ მოვისმინეთ ბოლო განცხადებები, რომ რუსეთი კიევის გარშემო და ჩრდილოეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციებს შეამცირებს, მაგრამ რუსეთმა, საკუთარი განზრახვების შესახებ არაერთხელ მოიტყუა. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ მისი ქმედებებით და არა სიტყვებით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა