იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს უაზრო ომი, გაიყვანოს მთელი ჯარი უკრაინიდან და კეთილსინდისიერად ჩაერთოს მოლაპარაკებებში

რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს უაზრო ომი. გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი უკრაინიდან და კეთილსინდისიერად ჩაერთოს მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ნატოს მთავარი ამოცანაა ყველა მოკავშირის დაცვა.

„ბოლო წლებში ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი გაძლიერება მოხდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ ახალი სამხედრო გეგმები შეკავებისა და თავდაცვისთვის. ყოველივე ამან საშუალება მისცა ნატოს სწრაფად და გადამწყვეტად ეპასუხა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენმდივანი გასულ წელს, აგვისტოში, ავღანეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის სწრაფი კოლაფსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი საჰაერო რეისი შეასრულა.

“სამი კვირის განმავლობაში 120 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. გაკვეთილები, რომლებიც ჩვენ ვისწავლეთ ავღანეთიდან, განსაზღვრავს სამომავლო კრიზისებზე ალიანსის რეაგირებას“ , - აღნიშნა მან.

სტოლტენბერგმა ყურადღება გაამახვილა ტრანსატლანტიკური ალიანსისადმი საზოგადოების ძლიერ მხარდაჭერაზეც.

„ნატო-ს 30 მოკავშირე ქვეყანაში, მოსახლეობის 81%-ს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპისთვის ერთობლივი მუშაობა ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის“ , - დასძინა გენმდივანმა.

ასევე სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეების უმრავლესობა კლიმატის ცვლილებას უსაფრთხოების საფრთხედ მიიჩნევს.

„უფრო საშიშ მსოფლიოში ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ნატოში მტკიცე და ერთიანნი უნდა იყვნენ“ , - განაცხადა მან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა