მიკოლაევში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

მიკოლაევის რეგიონის საგანგებო სიტუაციების მთავარი სამმართველოს ცნობით, მიკოლაევში, რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობაზე რუსული ავიაიერიშის შედეგად, ნანგრევებიდან, კიდევ ერთი ადამიანის ცხედრის გამოყვანის შემდეგ, დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია, Ukrinform-ი ავრცელებს.

„31 მარტის, 13:00 საათის მდგომარეობით, მიკოლაევში, სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობაზე მტრის სარაკეტო დარტყმებს 20 ადამიანი ემსხვერპლა (მაშველებმა ნანგრევებიდან 19 ცხედარი გამოიყვანეს, ხოლო 1 ადამიანი კი - რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა). სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, რუსულმა ძალებმა 29 მარტს, მიკოლაევში სარაკეტო თავდასხმა ცხრასართულიან ადმინისტრაციულ შენობაზე განახორციელეს.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი