გიორგი კანდელაკი - ელჩის გაწვევის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტაა - რადგან ზელენსკიმ ასეთი გადაწყვეტილებისთვის მოიცალა, ე.ი. მისთვის საქართველოს მთავრობის ქცევა გამაღიზიანებელი და აღმაშფოთებელია

ელჩის გაწვევის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტაა - რადგან ზელენსკიმ ასეთი გადაწყვეტილებისთვის მოიცალა, ე.ი. მისთვის საქართველოს მთავრობის ქცევა გამაღიზიანებელი და აღმაშფოთებელია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ კითხვას უპასუხა.

როგორც კანდელაკმა აღნიშნა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ აჩვენა, რომ საქართველომ მოქცევა დაიწყო „როგორც რუსეთის რბილმა სატელიტმა“.

„რადგან ზელენსკიმ ასეთი გადაწყვეტილებისთვის მოიცალა, ე.ი. უკრაინისთვის, რომელიც ჩვენთვისაც იბრძვის და პრეზიდენტი ზელენსკისთვის საქართველოს მთავრობის ქცევა იმდენად დამაზიანებელი, გამაღიზიანებელი და აღმაშფოთებელია, რომ მან უკვე მეორედ მოიცალა ამ თემაზე სასაუბროდ. ელჩის გაწვევის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში დიპლომატურ პრაქტიკაში დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტაა. ეს არის კიდევ ერთი გაზომვადი სიმპტომი, რა აჩვენა საქართველოს შემთხვევაში რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ. აჩვენა, რომ საქართველომ მოქცევა დაიწყო როგორც რუსეთის რბილმა სატელიტმა. საქართველო არ არის ბელარუსი, რაკეტებს არ ესვრიან უკრაინას, მაგრამ ერთგვარ სატელიტად იქცევა. ეუთო-ში უკრაინის სასარგებლოდ ხმა მივეცითო, აბა წინააღმდეგ უნდა მიეცათ? ეს უკვე გაფორმება იქნებოდა "ოდკბ"-ს წევრად. გაერო-ში რომ მხარი დავუჭირეთ უკრაინას ამას გვამადლის ან უკრაინას ამადლის საქართველოს მთავრობა?“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

რაც შეეხება ევროკავშირში წევრობაზე საქართველოს განაცხადს, კანდელაკის თქმით, არის შანსი, რომ „საქართველოს წინაშე ისტორიული ფანჯარა გაიხსნას“.

„უკრაინამ რომ შეიტანა წევრობაზე, კობახიძემ თქვა, ეს ომის კონტექსტშია და ჩვენ 2024 წელს შევიტანთო. მოლდოვამაც რომ გადაწყვიტა ეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიტანეს იმიტომ, რომ უკრაინას და მოლდოვას რომ შეეტანა და საქართველოს არა, ეს დამაზიანებელი იქნებოდა. თორემ ამ შეტანას რამე ძარღვიანი კამპანია სდევს თან? სადმე ჩავიდა პრემიერი? სერიოზული პოლიტიკურ ძალისხმევა გასწია? შალვა პაპუაშვილის დონეა ის დონე, სადაც ევროკავშირის წევრობა უნდა გადაწყდეს? არის შანსი, რომ ჩვენს წინაშე გაიხსნას ისეთი ისტორიული ფანჯარა, რომელიც 100 წელიწადში ერთხელ ხდება. 1917 წელს რომ დაინგრა ცარისტული რუსეთის იმპერია და შესაძლებელი გახდა ახალი სახელმწიფოების შექმნა, ასეთი მაგნიტუდის მოვლენის მომსწრე შეიძლება გავხდეთ მალე. თუ ეს მოხდება და მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი მწვავედ და მაღალ დონეზე არ იდგება, ეს კარგი იქნება? ეს ჩვენს შანსებს გაზრდის, თუ შეამცირებს?“,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა