მიხეილ სააკაშვილი - ახლა, როცა საქართველოს კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული და პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი, ვისაც ამ საკითხზე მსოფლიოს გამოღვიძება შემიძლია, ტყვედ გყავართ აყვანილი

ახლა, როდესაც საქართველოს სრული კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული და პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი, ვისაც ამ საკითხზე მსოფლიოს გამოღვიძება შემიძლია, ტყვედ გყავართ აყვანილი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი განმარტავს, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა აუხსნან ქართველ ხალხს, რომ კაპიტულანტურ პოლიტიკას სრულ განადგურებამდე მივყავართ.

„ახლა, როდესაც საქართველოს სრული კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული და პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი, ვისაც ამ საკითხზე მსოფლიოს გამოღვიძება შემიძლია, ტყვედ გყავართ აყვანილი.

ჩემი ერთადერთი იმედი უკრაინის შეიარაღებული ძალებია, რომლებმაც რუსეთს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთლიანად დაკავების საშუალება არ უნდა მისცენ და მაშინ მარტო ცხინვალისა და უკრაინული ოლქების ნაწილის მიერთება აზრს კარგავს.

ასევე, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა აუხსნან ქართველ ხალხს, რომ კაპიტულანტურ პოლიტიკას სრულ განადგურებამდე მივყავართ და საქართველოს გადარჩენის საქმე ხელში ისევ ქართველმა ხალხმა უნდა აიღოს“,- წერს სააკაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა