ელენე ხოშტარია - არ გაღიზიანების“ ფონზეც, თუ რუსეთი გადაწყვეტს ჩვენი ტერიტორიების გატაცებას, ხელს არაფერი შეუშლის, რადგან ვიქნებით მარტო

ჩვენ ვნახეთ, რომ „არ გაღიზიანების“ ფონზეც, თუ რუსეთი გადაწყვეტს ჩვენი ტერიტორიების გატაცებას, მათ ხელს არაფერი შეუშლის, რადგან ვიქნებით მარტო, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას.

მისი თქმით, „ეს „ქართული ოცნების“ თითქოს არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგია, რომელიც სინამდვილეში ჩვენი სუვერენიტეტის დათმობის პოლიტიკაა“.

,,რუსეთის იმპერია კიდევ ერთხელ დაესხა თავს უკრაინას, თავისუფალ ქვეყანას, და ემუქრება ჩვენს სახელმწიფოსაც. ცხინვალიდან და აფხაზეთიდან ძალიან საგანგაშო სიგნალები მოდის. ვნახეთ სიმონიანი, რუსული იმპერიალისტური პროპაგანდის და პუტინის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენს სახელმწიფოს და ღიად ამბობს, რომ აფხაზეთი რუსეთია. გაკეთდა განცხადებაც შესაძლო რეფერენდუმისა და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ანექსიის შესახებ. და ყველაზე მთავარი, ჩვენ ვნახეთ საქართველოს მთავრობის დუმილი, უმოქმედობა და საგარეო საქმეთა მინისტრის მავნებლური განცხადება, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს.

ოსეთის მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია ანექსიის საფრთხის შესახებ, მაგრამ დღევანდელი ვითარება არსებითად განსხვავებულია. პირველი, ეს ხდება უკრაინაში ღია აგრესიისა და ომის პირობებში, როდესაც რუსეთი წაგების ზღვარზეა, როდესაც ჩვენ არ ვიცით რა სცენარები შეიძლება ჰქონდეს მას რეგიონებში და კონკრეტულად საქართველოში. მეორე, ჩვენ ვართ ვითარებაში, როდესაც საქართველოს მთავრობა მარტოა დარჩენილი, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, საკუთარი პრორუსული და ანტიუკრაინული პოლიტიკის გამო. მთელი რიგი გადაწყვეტილებების გამო, მე ამ სიტყვების თქმას არ მოვერიდები, ჩვენ გვყავს მთავრობა, რომლის წარმომადგენელიც სულ ცოტა ხნის წინ გვეუბნებოდა, რომ 1991 წელს დსთ-ში უნდა შევსულიყავით. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი სახელმწიფოსთვის.

თუ ამაზე არ საუბრობს მთავრობა, ჩვენ, საზოგადოებამ, უნდა ვილაპარაკოთ და ვიბრძოლოთ, რომ არ დავუშვათ ჩვენი ტერიტორიების ანექსია. ეს არის კრახი „ქართული ოცნების“ პოლიტიკის, რომელიც თითქოს არგაღიზიანების პოლიტიკაა. სინამდვილეში, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის დათმობის პოლიტიკა და ჩვენ ვნახეთ, რომ „არ გაღიზიანების“ ფონზეც, თუ რუსეთი გადაწყვეტს ჩვენი ტერიტორიების გატაცებას, მათ ხელს არაფერი შეუშლის, რადგან ვიქნებით მარტო. არ მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება გონივრულად მოიქცევა და არც მივმართავ მათ, თუმცა ვაფრთხილებ - თუ თქვენ გადაკვეთთ კიდევ ერთ ასეთ წითელ ხაზს, თქვენ მიიღებთ ძალიან მძიმე და მტკიცე პროტესტს. საქართველოს ასწლეულებისა და ათწლეულების განმავლობაში იმისთვის არ უბრძოლია, რომ ჩვენ, მხდალი ხელისუფლების პირობებში, დავთმოთ ჩვენი ტერიტორიები.

ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ყველანაირი სპეკულაცია „ქართული ოცნებისა“ და რუსული პროპაგანდაა. ახლა დადგა მომენტი, როდესაც მთავარი საფრთხე, რუსეთი, დასუსტებულია და კიდევ უფრო დასუსტდება. ჩვენ კი გაგვეხსნება სივრცე, ჩვენი პრობლემების დასავლელ პარტნიორებთან ერთად მშვიდობიანად მოსაგვარებლად. არ ვაპირებთ, ჩვენი ტერიტორიების ანექსიის მშვიდად ყურებას, ამ მხდალი მთავრობის პირობებში!“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა