ავსტრიის კანცლერი - ავსტრია იღებს ზომებს, რათა უარი თქვას რუსულ გაზზე დამოკიდებულებაზე, თუმცა, ეს სწრაფი პროცესი არ იქნება

ავსტრია იღებს ზომებს, რათა უარი თქვას რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებაზე. თუმცა, ეს სწრაფი პროცესი არ იქნება. ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეგამერმა გერმანელ კოლეგასთან ერთად ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ სანქციებს, მაგრამ მაშინ, როდესაც ისინი მიზანშეწონილი და მართებულია. რუსეთისთვის დიდი მარცხი იქნება სამომავლოდ ის, რომ ახლა ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად ენერგიის წიაღისეულ წყაროებზე, ასევე დივერსიფიკაციის უზრუნველსაყოფად, ანუ ბაზარზე სხვა მომწოდებლების შემოსაყვანად“, - განაცხადა ნეგამერმა.

თუმცა, მისი თქმით, ეს დღეს და ხვალ არ მოხდება.

„მე თუ მკითხავთ, არის თუ არა ეს საშინელი გრძნობა - იყო დამოკიდებული ახლა რუსულ გაზზე? - დიახ. თუმცა, შეგრძნებები არ უნდა ჭარბობდეს და ეს მეხება განსაკუთრებით, მე, როგორც ფედერალურ კანცლერს, როდესაც საუბარია ენერგიის წყაროზე და ეკონომიკის ფუნქციონირებაზე, რადგან რუსეთიდან გაზი მოდის არა მხოლოდ საშინაო მეურნეობებისთვის, არამედ წარმოებისთვისაც - აქ კი უკვე საუბარია სამუშაო ადგილებზე და კეთილდღეობის შენარჩუნებაზე, რაც ჩემი ამოცანაა“, - განაცხადა კანცლერმა.

მისივე თქმით, ავსტრიის მიერ ენერგიის წარმოებისთვის მოხმარებული გაზის 80 % რუსეთიდან მოდის. ამიტომ, ქვეყანა გონივრულ მიდგომის მომხრეა რუსულ ნავთობსა და გაზზე შესაძლო ემბარგოსთან დაკავშირებით.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის