რუსეთის თავდაცვის უწყება - რუსი სამხედროები მარიუპოლიდან ზაპოროჟიემდე საევაკუაციო დერეფანს გახსნიან

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსი სამხედროები პარასკევს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების თხოვნის საფუძველზე, ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლიდან ზაპოროჟიეს მიმართულებით საევაკუაციო დერეფანს განაახლებენ.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის პირადი მოთხოვნით, 1-ელ აპრილს 10:00 საათიდან (მოსკოვის დროით). რუსეთის შეიარაღებული ძალები დერეფანს გახსნიან,”- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ევაკუაციის პროცესი გაეროსა და „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლების მონაწილეობით განხორციელდება.

„ამ ჰუმანიტარული ოპერაციის წარმატებით განსახორციელებლად, შემოთავაზებულია მისი ჩატარება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა