ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინის დედაქალაქ კიევში იმყოფება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მეცოლამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე „უკრზალიზნიცის“ მატარებლის ფონზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით : "კიევისკენ მიმავალ გზაზე".

მანამდე, El Espanol-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტს გეგმავდა. მეცოლასთან დაახლოებულმა პირებმა ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს, მაგრამ დეტალებზე საუბრისგან "მისი უსაფრთხოების მიზნით" თავი შეიკავეს.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს