ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსეთი საქართველოდან უკრაინაში საკუთარი ჯარიკაცების დისლოცირებას ახორციელებს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული ჯარისკაცების უკრაინაში დისლოცირებას ახორციელებს.

“რუსეთი საკუთარი ძალების ელემენტების საქართველოდან უკრაინაში დისლოცირებას ახორციელებს. 1200-დან 2000-მდე ჯარიკაცის 3x ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებად რეორგანიზაცია მიმდინარეობს“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

მათი შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ამ ნაბიჯს გეგმავდა.

„ეს ქმედება მიანიშნებს იმ მოულოდნელ დანაკარგებზე, რომელიც რუსეთმა შეჭრის დროს განიცადა,“- აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა