„აზოვის“ რაზმის მეთაური - მარიუპოლის დათმობას არ ვაპირებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ!

„აზოვის" რაზმის მებრძოლები რუსი დამპყრობლების მიერ ბლოკირებული მარიუპოლის დათმობას არ აპირებენ და ქალაქისთვის ბოლომდე იბრძოლებენ, - ამის შესახებ „აზოვის" რაზმის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

„დავდივარ პოზიციებზე, ვუკავშირდები პირად შემადგენლობას, ისინი მოდიან სამეთაურო პუნქტში და მათ თვალებში შიშს ვერ ვხედავ, მათ თვალებში ზიზღს ვხედავ. როცა ხალხი, მესამედ თუ მეოთხედ დაჭრის შემდეგ, იღებს ავტომატს და უფრო შორს მიდის ბრძოლაში, არ მგონია, ამ ხალხს შეეშინდეს. არ ვაპირებთ ქალაქის დათმობას, ვიბრძოლებთ ბოლომდე, გამარჯვება აუცილებლად ჩვენი იქნება“, - განაცხადა მეთაურმა.

ამასთან, დენის პროკოპენკომ ხაზი გაუსვა, რომ ის მოლაპარაკებების გზით რუსეთთან შეთანხმების მიღწევის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი.

„გასულმა რვა წელმა აჩვენა, რომ რუსეთთან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. უფრო მეტიც, მისი ნდობა არ შეიძლება. საომარი მდგომარეობის დროს, კანონის შესაბამისად, რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია. მის ჩასატარებლად რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან. თქვენ პირადად გჯერათ ამის? მე - არა. მიჭირს ამ მოლაპარაკებების შედეგის პროგნოზირება“, - განაცხადა დენის პროკოპენკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო