რუსულმა ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დატოვების შემდეგ მძევლები წაიყვანეს

რუსმა ჯარიკაცებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დატოვების შემდეგ დაუზუსტებელი რაოდენობის დატყვევებული უკრაინელი სამხედროები თან წაიყვანეს, - ამის შესახებ სახელმწიფო ბირთვული სააგენტო Energoatom-ი იუწყება.

„რუსმა ოკუპანტებმა, როდესაც ისინი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან გაიქცნენ, თან წაიყვანეს ეროვნული გვარდიის წევრები, რომლებიც 24 თებერვლიდან მძევლად ჰყავთ აყვანილი,”- აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, Energoatom-ში არ აკონკრეტებენ, რამდენი უკრაინელი სამხედრო წაიყვანეს რუსულმა ძალებმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა