საქართველოში პირველად შავი და კასპიის საზღვაო პორტებისა და გადაზიდვების საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება

6 და 7 აპრილს, ეიპიემ ტერმინალს ფოთი უმასპინძლებს შავი და კასპიის საზღვაო პორტებისა და გადაზიდვების მე-2 საერთაშორისო გამოფენასა და კონფერენციას, რომელიც შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეიპიემ ტერმინალსი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო დონის სატრანსპორტო და ლოგისტიკის 10-ზე მეტი ქვეყნის 25 წარმომადგენელი, რომლებიც განიხილავენ აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებს, რომლებიც მოიცავს გლობალურ და რეგიონულ ვაჭრობას, ლოგისტიკასა და ინვესტიციებს. ღონისძიებას დაესწრება 150-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელი ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა ლოგისტიკის სატვირთო გადაზიდვები, სათანადო აღჭურვილობის მწარმოებლები და ინფრასტრუქტურის ოპერატორები შავი და კასპიის საზღვაო სავაჭრო დერეფნის მიღმა და მის ფარგლებს გარეთ.

კონფერენციის პარალელურად გაიმართება გამოფენა, სადაც მონაწილე კომპანიები დამსწრე აუდიტორიას თავიანთ სერვისებსა და შეთავაზებებს გააცნობენ.

დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: http://transportevents.com/EventsLinks/Georgia2022CA.pdf

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა