რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება გრძელდება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღებას 20 მაისის ჩათვლით აგრძელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა და განაცხადის გაკეთება ახლა უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

მათივე ცნობით, ამასთან, 1-ლი აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით, სააგენტო რუსთავში განსახლების მოთხოვნით ვეტერანი დევნილებისა და მათი ოჯახების განაცხადების მიღებას იწყებს.

„განაცხადების შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლსა და სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მიმდინარეობს.

სააგენტოს 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსთავში უკვე გადმოეცა, სადაც, უახლოეს მომავალში, 800 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო