კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაციამ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარესა და ქართველ სტარტაპერებთან შეხვედრაზე მომავალი პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილა

კრიპტოვაჭრობის სფეროში მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაციამ, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) შეხვედრები გამართა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, FTX Crypto Derivatives Exchange-ის აღმასრულებელ დირექტორს ციფრული ბაზრების მიმართულებით რაიან სალემსა და ციფრული აქტივების ბაზრის ასოციაციის (ADAM) აღმასრულებელ დირექტორ მიშელ ბონდს, GITA-ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე შეხვდა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ წარმატებებზე, რომლებიც საქართველომ ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების პროცესში მოიპოვა. საუბარი შეეხო წარმატებულ ქართულ სტარტაპ კომპანიებს, მათ შორის, კრიპტო და ბლოკჩეინის მიმართულებით, რომლებიც გლობალურ ბაზარზე გავიდნენ. ავთანდილ კასრაძემ ხაზი გაუსვა, რომ ქართული სტარტაპის წარმატება ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი შემოსავალია და მათი ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.

„FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაცია ასევე შეხვდა ქართველ სტარტაპერებს კრიპტო მიმართულებით. საუბრისას განიხილეს ქართულ სტარტაპებთან მომავალი პარტნიორობის შესაძლებლობები. ციფრული აქტივების ბაზრის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ახალგაზრდა სტარტაპებს აქვთ უნარი, სწრაფად მიაღწიონ საერთაშორისო აღიარებას და მოიპოვონ წვდომა გლობალურ რესურსებსა და დაფინანსებაზე.

დელეგაციის წევრებმა, რომლებიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით იმყოფებიან, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

მთავრობის მეთაური, FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა და შესთავაზა, განიხილოს საქართველოში რეგიონული ოფისის ან მომხმარებელთა სერვისის გაფართოების შესაძლებლობა, რომელიც ფართო რეგიონს მოემსახურება.

ოფიციალური მონაცემებით, FTX Crypto Derivatives Exchange-ის (ქონება 40 მილიარდი აშშ დოლარი) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სამ ბანკმან-ფრიდი, კრიპტო სფეროში უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონება 22,5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. სამ ბანკმან-ფრიდს გაცხადებული აქვს, რომ ქონების უდიდესი ნაწილის საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენებას გეგმავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ