The Times - დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია, რომ აშშ-მა, საფრანგეთმა და გერმანიამ უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი დათმობებისკენ უბიძგეს

დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და გერმანიამ უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი დათმობებისკენ უბიძგეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი წერს.

გამოცემის წყაროს თანახმად, ბრიტანეთში შეშფოთებას იწვევს ის საკითხი, რომ მოკავშირეები „ზედმეტად სწრაფად“ ცდილობენ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, მაშინ როდესაც გაერთიანებულ სამეფოში მიიჩნევენ, რომ საკითხის დარეგულირება მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც უკრაინას ყველაზე ძლიერი პოზიციები ექნება.

როგორც The Times-ი წერს, სატელეფონო საუბარში ბორის ჯონსონმა პრეზიდენტი ზელენსკი გააფრთხილა, რომ ვლადიმერ პუტინი „მატყუარა და ხულიგანია“, რომელიც საუბრის პროცესს უკრაინის გამოსაფიტად და მისი მხრიდან დათმობების მისაღებად გამოიყენებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა