რაიან სალემი - საქართველოში ახალგაზრდა სტარტაპებს აქვთ უნარი, სწრაფად მიაღწიონ საერთაშორისო აღიარებას და მოიპოვონ წვდომა გლობალურ რესურსებსა და დაფინანსებაზე

საქართველოში ახალგაზრდა სტარტაპებს აქვთ უნარი, სწრაფად მიაღწიონ საერთაშორისო აღიარებას და მოიპოვონ წვდომა გლობალურ რესურსებსა და დაფინანსებაზე, - ამის შესახებ კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ციფრული ბაზრების მიმართულებით რაიან სალემმა განაცხადა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით, პრემიერ-მინისტრის მოწვევით იმყოფება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რაიან სალემის თქმითვე, ქართული კომპანიები მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მომუშავე კომპანიებს ხარისხით არ ჩამოუვარდებიან.

„ძალიან პროდუქტიული დღე გვქონდა. შევხვდით რამდენიმე სტარტაპს, ბლოკჩეინის სფეროში მომუშავე კომპანიების ჩათვლით. ასევე პირისპირ პირველად შევხვდით რამდენიმე პარტნიორ კომპანიას, რომლებთანაც ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ, მაგრამ ფიზიკურად არ შევხვედრივართ. შესაბამისად, სასიამოვნო იყო მათი გაცნობა პირისპირ. საქართველოში ახალგაზრდა სტარტაპებს აქვთ უნარი, სწრაფად მიაღწიონ საერთაშორისო აღიარებას და მოიპოვონ წვდომა გლობალურ რესურსებსა და დაფინანსებაზე. გლობალურად კრიპტოვალუტის გარშემო იქმნება მთელი თანამეგობრობა, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან ამით სხვადასხვა მონაწილისთვის იქმნება თანაბარი პირობები. ქართული კომპანიები ხარისხით არ ჩამოუვარდებიან მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მომუშავე კომპანიებს. ისინი დიდ წარმატებას მიაღწევენ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოში ამ სფეროს განვითარების კვალდაკვალ“, - აღნიშნა რაიან სალემმა.

მთავრობის მეთაური, FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა და შესთავაზა, განიხილოს საქართველოში რეგიონული ოფისის ან მომხმარებელთა სერვისის გაფართოების შესაძლებლობა, რომელიც ფართო რეგიონს მოემსახურება.

ოფიციალური მონაცემებით, FTX Crypto Derivatives Exchange-ის (ქონება 40 მილიარდი აშშ დოლარი) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სამ ბანკმან-ფრიდი, კრიპტო სფეროში უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონება 22,5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. სამ ბანკმან-ფრიდს გაცხადებული აქვს, რომ ქონების უდიდესი ნაწილის საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენებას გეგმავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს