გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სასურსათო პროდუქციის მარაგების საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა სასურსათო პროდუქციის იმპორტიორი კომპანიებისა და მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან მორგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ქვეყანაში პირველადი საჭიროების სასურსათო პროდუქციის მარაგების და ახალი საიმპორტო ბაზრების მოძიების კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს.

„ამ ეტაპზე, ქვეყანაში სასურსათო პროდუქციის მარაგების კუთხით დეფიციტი არ არის. უამინდობის გამო, გარკვეული შეფერხებები იყო ლარსის საბაჟო პუნქტიდან პროდუქციის შემოტანასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პრობლემაც მოგვარდა. ჩვენ იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან აქტიურად ვმუშაობთ, რათა ალტერნატიული ბაზრებიდან პროდუქციის იმპორტის დროულ და შეუფერხებელ განხორციელებაში ხელი შევუწყოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სასურსათო პროდუქციის, განსაკუთრებით კი, პირველადი საჭიროების პროდუქტების მარაგების შევსება უწყვეტად მოხდეს და ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მათივე ცნობით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანიების მიერ ალტერნატიული ბაზრების მოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ახალი ბაზრებიდან პროდუქციის შეუფერხებელი იმპორტის განხორციელებისთვის, სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო მზად არიან იმპორტიორებს შესაბამისი პროცედურული მიმართულებებით დაეხმარონ.

„შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კონკრეტული წინადადებების და მიღწეული შედეგების განხილვა სამუშაო შეხვედრების ფორმატში კვლავ გაგრძელდება.

სამუშაო შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა