GITA-ს მხარდაჭერით GLOBALIZE სილიკონის ველზე პირველ კონფერენციას გამართავს

15 აპრილს, Globalize კალიფორნიაში, სილიკონის ველიზე პირველ კონფერენციას გამართავს, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, Globalize Silicon Valley Conference ამერიკაში, სხვადასხვა შტატში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს, ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, ინვესტორებს, სტარტაპებს და მოწვეულ სპიკერებს თავს მოუყრის, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, ინვესტიციებსა და მზარდ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში არსებული ტენდენციები განიხილონ.

„ღონისძიების მიზანია, სტარტაპებსა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს შორის საჭირო კავშირები დამყარდეს, რათა სამომავლოდ, ამერიკის ბაზრის ათვისების კუთხით მათ შორის ცოდნისა და გამოცდილების, ტექნოლოგიების გაზიარება, სტარტაპებში ინვესტირება თუ მხარდაჭერა მოხდეს. სტარტაპებს საშუალება არაერთხელ ექნებათ, თავიანთი კომპანია აუდიტორიას და ინვესტორებს გააცნონ, ფიჩინგის, B2B შეხვედრების თუ „ნეთვორქინგ ივენთების“ მეშვეობით. კონფერენციაზე 20-მდე სპიკერი იქნება წარმოდგენილი. პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას ისეთი კომპანიის წარმომადგენლები მიიღებენ, როგორებიცაა Google, Meta, Cisco და სხვა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებში დიდი გამოცდილების მქონე ქართველები.

აღნიშნული ღონისძიება ქართული სტარტაპებისთვის ბიზნეს კონტაქტების დასამყარებლად, ინოვაციური იდეების გაცვლისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის უნიკალურ პლატფორმას წარმოადგენს.

კონფერენციის გარდა, 14 აპრილს Globalize x Startup Grind Tech Reception გაიმართება, სადაც ქართულ დიასპორასთან ერთად, სილიკონის ველიდან ინვესტორები მოიყრიან თავს, რაც ქართული სტარტაპებისთვის, ინვესტორებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის დამატებითი შესაძლებლობა იქნება.

GLOBALIZE ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის მიზანია ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით, ქართული სტარტაპების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას ხელი შეუწყოს. კომპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან საკონსულტაციო ჯგუფებს ქმნის, რომლებიც თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს ადაპტაციაში დაეხმარებიან და მათ ლოკალურ ინვესტორებთან, მეწარმეებთან თუ პარტნიორებთან დაკავშირებას ხელს შეუწყობენ. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, კომპანიას ადგილობრივი წარმომადგენლობითი ჯგუფები 12-მდე ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდი ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე ჰყავს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე www.globalize.ge ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა