ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი გმობს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დააწესოს მოგზაურობის აკრძალვა ევროკავშირის რამდენიმე მოქალაქეზე

ევროკავშირმა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო დააწესოს მოგზაურობის აკრძალვა ევროკავშირის რამდენიმე მოქალაქეზე. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ.

„ევროკავშირი გმობს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დააწესოს მოგზაურობის აკრძალვა ევროკავშირის რამდენიმე მოქალაქეზე, ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.

ევროკავშირი აგრძელებს რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტის მოთხოვნას“, - განაცხადა ბორელმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა, საპასუხო ზომების სახით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა „შავ სიაში“ შეიყვანა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

„შეზღუდვები ვრცელდება ევროპული კავშირის უმაღლეს ხელმძღვანელებზე, მათ შორის ზოგიერთ ევროკომისარზე და ევროკავშირის სამხედრო სტრუქტურების ხელმძღვანელებზე. შეზღუდვები ვრცელდება ევროპარლამენტის დეპუტატთა თითქმის, უმრავლესობაზე, რომლებიც მხარს უჭერენ ანტირუსულ პოლიტიკას“ , - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება