„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ლაგოდეხში 43 ჰა-ზე თხილის ბაღები გაშენდა

„საქართველოს ბანკი“ აგრომეურნეობის მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით ქალაქ ლაგოდეხში, 43 ჰა. ფართობზე თხილის ბაღები გაშენდა. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კოოპერატივი „კავკასიონისთვის“ გამოყოფილმა ინვესტიციამ 100 000 ლარი შეადგინა.

კომპანიის დამფუძნებლის დავით ლომიძის თქმით, კოოპერატივი ყოველწლიურად 600-700 ტონა მარცვლეულისა და 1300 კგ. თხილის რეალიზაციას ახორციელებს.

„თავდაპირველად, ჩვენი საქმიანობა მარცვლეული კულტურების მოყვანას მოიცავდა. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 100 ჰა. ფართობზე ხორბალი, სიმინდი, ქერი და შვრია მოვიყვანეთ. რამდენიმე წლის შემდეგ, გადავწყვიტეთ საქმიანობა გაგვეფართოებინა და ბანკის ჩართულობით, დამატებით 43 ჰა.-ზე ე.წ. „ანაკლიური“ და „გავაზური“ჯიშის თხილი დავრგეთ. სამომავლოდ, განახლებული ინფრასტრუქტურით, საქმიანობის კიდევ მეტად გაფართოებას ვგეგმავთ“, - აღნიშნავს დავით ლომიძე.

„საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა კოოპერატივ „კავკასიონს“ სამომავლო გეგმების განხორციელებაში წარმატება უსურვა.

„საქართველოს ბანკი“ აგროსექტორის ხელშეწყობის მიზნით, პროექტებისა და ინიციატივების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. მოხარული ვართ, რომ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, შესაძლებლობა გვეძლევა, ჩვენი წვლილი კიდევ ერთი ადგილობრივი პროექტის განვითარებაში შევიტანოთ. სასიამოვნოა, როცა ვხედავთ, თუ როგორ ძლიერდება ბიზნესი და მუდმივად განვითარებაზე ფიქრობენ“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, კოოპერატივისა და ბანკის 11-წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა