დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ბელგოროდში ნავთობის საცავში გაჩენილი ხანძარი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად კომფორტულ პირობებს არ ქმნის

ცალსახად მომხდარი ვერ აღიქმება კომფორტული პირობების შექმნად მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავში გაჩენილ ხანძარზე საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ხანძრის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც. პესკოვის განცხადებით, მიიღება ზომები, რათა ნავთობით რეგიონის მომარაგება შეუფერხებლად განხორციელდეს.

„ბელგოროდის ვითარებასთან დაკავშირებით, ცხადია, ეცნობა პრეზიდენტს. ჩვენ ვიცით, რომ საგანგებო სამსახური გაემგზავრა ადგილზე და ხორციელდება ზომები, იმისთვის, რომ მოხდეს ნავთობით მომარაგების ჯაჭვების რეორგანიზება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩვენ არ უნდა ვაკეთებდეთ რაიმე შეფასებას. ეს მაინც პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ. ოპერაციის დროს ჰაერში რუსეთის უპირატესობა აბსოლუტური ფაქტია. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ რაც შეეხება მომხდარს, შეფასება არა ჩვენ, არამედ ჩვენმა ძალოვანმა უწყებებმა უნდა გააკეთონ“,- განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ნავთობის საცავში ხანძრის გაჩენის მიზეზი ორი უკრაინული ვერტმფრენის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმა იყო, რომლებიც რუსეთის საჰაერო სივრცეში დაბალ სიმაღლეზე შევიდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა