დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, გაზის საფასურის რუბლში გადახდის შესახებ პუტინის ბრძანება, არ ვრცელდება უკვე მიწოდებულ ბუნებრივ აირზე

კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, გაზის საფასურის რუბლში გადახდის შესახებ პრეზიდენტ პუტინის ბრძანება, არ ვრცელდება უკვე მიწოდებულ ბუნებრივ აირზე.

მისი განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ქვეყნები არ ადასტურებენ საფასურის რუბლში გადახდას, მათ 1-ელი აპრილიდან ბუნებრივი აირის მიწოდება მაინც არ შეუწყდებათ.

„გუშინ ბევრი კითხვა დამისვეს იმასთან დაკავშირებით, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თუ დადასტურება არ არის ღირებულების რუბლში გადახდასთან დაკავშირებით, მაშინ გაზის მიწოდება პირველი აპრილიდან შეწყდება. არა, ამას არ ნიშნავს", - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, „არამეგობარმა“ ქვეყნებმა რუსული გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გაზის მიწოდება შეუწყდებათ.

დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის რუსული გაზის ყველაზე დიდმა იმპორტიორმა გერმანიამ უარი თქვეს საფასურის რუბლში გადახდაზე. მათი განმარტებით, ეს კონტრაქტის დარღვევაა, რომლითაც ღირსებულების გადახდა ევროში არის განსაზღვრული.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება