დიმიტრი პესკოვი ჟერარ დეპარდიეს მიერ პუტინის გაკრიტიკებაზე - დეპარდიეს, დიდი ალბათობით, ბოლომდე არ ესმის რა ხდება

კრემლში ფრანგი მსახიობის ჟერარ დეპარდიეს კრიტიკას უპასუხეს, რომელმაც უკრაინაში შეჭრას გიჟური და მიუღებელი უწოდა.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ჟერარ დეპარდიეს ბოლომდე არ ესმის რა ხდება უკრაინაში, იქიდან გამომდინარე, რომ აქტიურად არ ადევნებს თვალს პოლიტიკურ დღის წესრიგს.

პესკოვის თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში რუსული მხარე მზად არის განუმარტოს მას ვითარება.

„ვინაიდან განცხადებაში პრეზიდენტია ნახსენები, მე ვიტყვი, რომ დეპარდიეს, დიდი ალბათობით, ბოლომდე არ ესმის რა ხდება, იმის გამო, რომ ის ბოლომდე არ არის ჩაფლული პოლიტიკურ დღის წესრიგში. მას არ ესმის რა მოხდა 2014 წელს უკრაინაში, არ ესმის რა არის მინსკის შეთანხმებები, არ ესმის რა არის დონეცკი და ლუგანსკი. მას ნაკლებად თუ ესმის, რას ნიშნავს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა და ნაკლებად თუ იცის ნაციონალისტური ელემენტების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვიქნებით ვუთხრათ ეს ყველაფერი და ავუხსნათ, რომ უკეთ გაიგოს“,- განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, ცნობილი ფრანგი მსახიობის, ჟერარ დეპარდიეს განცხადებით, რუსი ხალხი არ არის პასუხისმგებელი ვლადიმერ პუტინის მსგავსი ლიდერების გიჟურ, მიუღებელ ნაბიჯებზე.

ფრანგმა მსახიობმა რუსეთის მოქალაქეობა 2013 წელს მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო