გარდერობის გასაახლებლად ტოპ-ქარდის აქცია დაიწყო

1-ლი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით „რე-ბანკის“ პარტნიორ ტანსაცმლის მაღაზიებში ტოპ-ქარდით გადახდისას დანახარჯი სტანდარტული 3 თვის ნაცვლად 6 თვეზე თანაბრად, ეფექტური 0% გადანაწილდება.

„რე-ბანკის“ ონფორმაციით, აღნიშნული პირობა ტანსაცმლის ბრენდებში პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე 1 თვის განმავლობაში იმოქმედებს, მათ შორის ფასდაკლებულ კოლექციებზე, ფეხსაცმელზე, აქსესუარებზე, საბავშვო ტანსაცმელზე და სხვა ნივთებზე.

„აქციაში მონაწილეობენ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების მსხვილი ჯგუფები და მათში შემავალი ბრენდები: „რითეილ გრუპ ჯორჯიას ქსელი“ - „ზარა“, „მანგო“, „ოიშო“, „ბერშკა“, „ფულ & ბეარი“ და სხვა, „დრესაპის“ მაღაზიები - „შუზ ფექთორი“, „მავი“, „ეტამი“, „ადიდასი“, „ლი“, „ვრანგლერი“ და სხვა, „ჯითექსის ბრენდები“ – „ოვს“, „ტერანოვა“, „პენტი“, „მატალანი“, ასევე „ნავნეს“ მაღაზიათა ქსელი, „სალამანდრა“ და „ელ სი ვაიკიკი“, ასევე ონლაინ მაღაზიები shopshop.ge და buyers.ge“. - ნათქვამია ინფორმაციაში.

აქციაში მონაწილე მაღაზიების სრული ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია „რე-ბანკის“ ვებგვერდზე https://rbnk.ge/2VKvRJF

„რა არის ტოპ-ქარდი? ტოპ-ქარდი შოპინგ ბარათია „რე-ბანკისგან“, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას რამდენიმე თვეზე ანაწილებს ყოველგვარი ნამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად.

ტოპ-ქარდის საშუალებთ „რე-ბანკის“ მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ფინანსები გონივრულად და პასუხისმგებლობით მართონ.

ტოპ-ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება.

„რე-ბანკს“ უკვე 2,000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: აფთიაქები, სუპერმარკეტები, ბენზინგასამართი სადგურები, სასტუმროები, რესტორნები და სხვა. მათთან ტოპ-ქარდით შოპინგისას გასათვალისწინებელია, თუ რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება. ამის გაგება შესაძლებელია „რე-ბანკის“ ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525

ტოპ-ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებ-გვერდზე https://rbnk.ge/3JSfp0f , ასევე, რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებში https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/ და ფილიალებში:

თბილისი, პეკინის გამზირი #19; თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი; სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ; ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55; ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5.

ამასთან, ტოპ-ქარდის აღების შემთხვევაში, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება, სადაც არ უნდა მოხდეს ტოპ-ქარდით ანგარიშსწორება, 6 თვეზე ყოველგვარი დანამატის გარეშე თანაბარ გადახდად გადანაწილდება.

ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში ტერმინალზე ან ონლაინ, საქართველოში და საზღვარგარეთაც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა