ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე რამდენიმე ინვესტორს ინტერესი აქვს გამოცხადებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე რამდენიმე ინვესტორს ინტერესი აქვს გამოცხადებული.

როგორც დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოში პორტების კვლევა ჩატარდა, რის საფუძველზეც ანაკლიის განვითარების პროგრამა შემუშავდა.

მისივე თქმით, საბოლოოდ, ეს პროექტი განხორციელდება.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებული პორტების მოდერნიზაცია. ეს პროცესი მიმდინარეობს - თვე ნახევრის წინ ახალი ტერმინალის გახსნის მომსწრენი ვიყავით. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება.

ყველა პორტი, რომელიც კეთდება, უფრო მაღალ სიღრმეებზე და მეტი ტვირთამწეობის გემებზეა გათვლილი. ანაკლიის პროექტი საკმაოდ დიდია. რამდენიმე დაინტერესებული ინვესტორია, რომელიც სახელმწიფოსთან ამაზე საუბრობს. დეტალური კვლევა ჩავატარეთ ჰოლანდიურ კომპანიასთან, რომელმაც საქართველოს პორტები შეისწავლა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საერთო სურათი დაგვენახა და არ გვქონდა მხოლოდ ერთ პორტზე აქცენტი. დღეს ეს კვლევები არსებობს, არის გარკვეული მიგნებები, ჩვენთვის დასკვნებია გაკეთებული. ჯერ კიდევ ომის დაწყების წინა დღეებში მივიღეთ ეს კონკრეტული პროდუქტი. ამის საფუძველზე მოვამზადეთ პროგრამა, როგორ უნდა განვავითაროთ ანაკლია. ეს რამდენიმე ელემენტს მოიცავს, მათ შორის არის საარბიტრაჟო დავების მოგვარების საკითხი, რომელშიც ჩვენი პოზიციები უნდა წარვადგინოთ საკონსულტაციო იურიდიულ კომპანიასთან ერთად. საბოლოოდ, ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა