ლევან დავითაშვილის განცხადებით, სავალუტო ფონდის 289 მლნ დოლარის მოცულობის მხარდამჭერი პროგრამა უფრო დაზღვევის მექანიზმს გულისხმობს, ვიდრე სესხს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სავალუტო ფონდის 289 მლნ დოლარის მოცულობის მხარდამჭერი პროგრამა უფრო დაზღვევის მექანიზმს გულისხმობს, ვიდრე სესხს.

როგორც დავითაშვილმა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული პროგრამა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილად შეასრულებს პრევენციულ როლს.

„ეს არის ე.წ. პრევენციული და დაზღვევის მექანიზმი უფრო მეტად, ვიდრე სესხი, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა გამოვდივართ პანდემიის პერიოდიდან, მაგრამ შეიქმნა ახალი გამოწვევები, ახალი შოკებია ეკონომიკისთვის საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე. ეს მხარდამჭერი პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ნამდვილად შეასრულებს პრევენციულ როლს. პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად განვითარებაზე ორიენტირებული რეფორმების განხორციელებას. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შევინარჩუნოთ. ასეთი ტიპის პროგრამის არსებობა ძალიან კარგი მესიჯია საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებისთვის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისთვის და ვფიქრობ, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მხარდაჭერა რეფორმების განგრძობადობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით იყოს მკაფიოდ გაცხადებული ჩვენი ხელისუფლების მიერ, როგორც ხდება ხოლმე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება სამწლიან, 289 მილიონ აშშ დოლარის მოცულობის მხარდამჭერ პროგრამაზე, - ამ საკითხზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენელთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა