ლევან დავითაშვილი - უახლოეს ხანებში საქართველოს მთავრობა სტრატეგიას დაამტკიცებს, რომლის ფარგლებშიც, რამდენიმე სახელმწიფო საწარმოში რეფორმას განვახორციელებთ

უახლოეს ხანებში საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს სტრატეგიას, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე სახელმწიფო საწარმოში რეფორმას განვახორციელებთ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია განსაზღვრა, სად არის სახელმწიფოს მონაწილეობა მნიშვნელოვანი, ხოლო სად უნდა მიეცეს კერძო სექტორს ინვესტორობის შესაძლებლობა.

„განხორციელდა საპილოტე გადაწყვეტილებები სახელმწიფო ელექტროსისტემაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ, რა არის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა და გარკვეული პრიორიტეტები, სადაც სახელმწიფოს მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი და სხვა შემთხვევაში საშუალება მივცეთ კერძო სექტორს, რომ ინვესტორი იყოს, ხოლო ჩვენ დარჩენილი საწარმოების სრულად პრივატიზება მოვახდინოთ. ამ შემთხვევაში უფრო მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, სად უნდა იყოს სახელმწიფო მონაწილე. სახელმწიფო საწარმოების შესახებ ჩვენი კანონმდებლობა კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს ფლობა ამა თუ იმ სტრატეგიული ინფტრასტრუქტურა არის კრიტიკული იმისთვის, რომ ამა თუ იმ დარგში კონკურენტუნარიანი გარემო შევინარჩუნოთ, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა