შარლ მიშელი - ჩინეთს არ შეუძლია თვალი დახუჭოს რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შრლ მიშელის განცხადებით, ჩინეთს არ შეუძლია თვალი დახუჭოს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე. CNN-ის ინფორმაციით, ეს განცხადება მან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან სი ძინპინთან ვირტუალური სამიტის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, ჩინეთი და ევროსაბჭო შეთანხმდა, რომ ეს ომი საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას და მსოფლიო ეკონომიკას.

მიშელის თქმით, ევროპული საბჭო მიესალმება ჩინეთის პოზიტიურ ნაბიჯებს, რომლებიც გადაიდგმება უკრაინაში რუსეთის ომის შესაჩერებლად.

„ჩვენ ფხიზლად ვიქნებით ნებისმიერ მცდელობასთან მიმართებით რუსეთისთვის ფინანსური ან სამხედრო დახმარების თვალსაზრისით და ვინც გვერდს აუვლის უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. თუმცა, ყველა ნაბიჯი ჩინეთთან მიმართებით, რომლებიც გადაიდგმება ომის შეწყვეტისთვის, მისასალმებელი იქნება“ , - განაცხადა შარლ მიშელმა.

მისი თქმით, შესაძლებლობა ჰქონდათ ჩინეთისთვის განემარტათ ევროკავშირის პოზიცია, მოეწოდებინათ ჩინეთისთვის ქმედებებისკენ, რათა ვალდებულება აიღოს, აქტიურად ჩაერთოს ძალისხმევაში მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად.

შარლ მიშელთან ერთად, სამიტს ესწრებოდა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ორივე მათგანმა ჩინეთს განუცხადეს, რომ არ უნდა ჩაერიოს ევროკავშირის სანქციებში.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?