საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, GITA - ს საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები ცნობილია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 30 000 - ლარიანი და 100 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში გამოვლინდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, პროგრამა ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს ოთხ რეგიონში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) ხორციელდება.

30 000 - ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები პროექტები რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში: Web პლატფორმა Racha With Love - რეგიონული მასშტაბის ტურისტული და სხვა სერვისების, ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული ობიექტების ერთ სივრცეში გაერთიანება; ComicsLand - კომიქსების შექმნის ვებ პლატფორმა, სადაც მომხმარებელი აგებს კომიქსის სიუჟეტს არსებული ილუსტრაციებით. მომხმარებლების სურვილის შესაბამისად იქმნება კომიქსის პერსონაჟები რეალური ადამიანების მოდელირებით.

ამასთან, 100 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო ქართლში: თაფლი ლეჩხუმიდან - მეფუტკრეობის ცოდნის გამზიარებელი საწარმო, ასევე თაფლის გადამუშავების, დაფასოების (სტანდარტების დაცვით), კრემირებისა და ფიჭის დაბეჭდვის სერვისები.

ასევე, 30 000 - ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები პროექტები იმერეთში: ბაია ფუდი - ადგილობრივი ნედლეულით დამზადებული ხილის, ჩირისა და შოკოლადის წასახემსებელი „სნექის“ წარმოება ქიმიური დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე.

რაც შეეხება 100 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები იმერეთში: პირველი ქართული 3D პრინტერის წარმოება (ქუთაისი); GDSystems - და ვინჩის მწვანე სისტემები - პლანეტარული ტიპის ტრანსფორმირებადი სასათბურე სისტემა სასარგებლო ფართის 100%-ით ათვისების სისტემით ვეგეტაციური პროცესების შეზღუდვის გარეშე და გაუმჯობესებული აგროტექნიკური შესაძლებლობებით; soplidan.ge - ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც იმერეთის ფერმერებსაც პირდაპირ დააკავშირებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ვებ-გვერდის საშუალებით; ტყის გაყინული სოკოები - ინოვაციური ბიზნეს მოდელით, ქვეყანაში გამოუყენებელი ტონობით ტყის რესურსებით შეიქმნება ახალი პროდუქტი ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის; Q-bic - მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი ფასით Glamping-ის კარვების წარმოება და გაყიდვა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე; ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება - მოძრავი გადამამუშავებელი საწარმოს მეშვეობით წვენების, ჯემების, საწებლების წარმოება, სრულიად ახალი სტანდარტის პროდუქციის შეთავაზება ადგილობრივი ნედლეულით და საექსპორტო და ადგილობრივი პოტენციალის ათვისება; ჰერბია - ახალი პროდუქტის - მწვანილის, ბოსტნეულის სალათების გადამუშავება და შეფუთვა საჭმელად მზა სახით.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციითვე, ერთიანი რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და ევროკავშირის ტერიტორიული დაგეგმვის უახლესი მიდგომების შესაბამისად, პროექტის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროგრამა მოიცავდა ორი კატეგორიის საგრანტო პროგრამას: მცირე გრანტი 30 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციების დანერგვა, ტესტირება ან გაუმჯობესება მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის. ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაცია და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდა; ინოვაციური მეწარმეობის გრანტი 100 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური ელემენტის შემცველი და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნეს პროექტების დაფინანსება.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს