უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა დატყვევებული სამხედროები გაცვალეს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო„ფრანს-პრესი“ უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსის მოადგილეზე დაყრდნობით იუწყება.

კირილო ტიმოშენკომ "ტელეგრამის" ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ გაცვლის შედეგად, 86 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 15 ქალი, „უკვე უსაფრთხოდ არიან“.

უკრაინის ვიცე პრემიერ-მა კი განაცხადა, რომ ყველა უკრაინელის დასარბუნებლად იბრძოლებენ.

„მინდა მივმართო ჩვენს ხალხს, ვინც ჯერ კიდევ პატიმრობაში იმყოფება: ჩვენ ვიბრძოლებთ თითოეული თქვენგანისთვის და დაგაბრუნებთ სახლში. გამაგრდით", - აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა.

აღნიშნულზე კრემლს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, ასევე უცნობია გაცვლის შედეგად, დაიბრუნა თუ არა რუსეთმა ამდენივე სამხედრო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა