რობერტა მეცოლა - უკრაინას ვაღიარებთ ევროკავშირში შესვლის კანდიდატად ოფიციალურად და სწრაფად, ამას გპირდებით ევროპარლამენტის სახელით

ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცხადებით, უკრაინას აღიარებენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად და დაეხმარებიან მას რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დასრულების შემდეგ, ქვეყნის აღდგენაში. ამის შესახებ მან უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან რუსლან სტეფანჩუკთან ერთად კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უკრაინას ვაღიარებთ ევროკავშირში ოფიციალურად და სწრაფად შემსვლელ კანდიდატად. ამას მე გპირდებით ევროპარლამენტის სახელით“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.

მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაზე, მის თავისუფლებასა და ტერიტორიაზე თავდასხმა, წარმოადგენს მთელ ევროპასა და მთელ მსოფლიო წესრიგზე თავდასხმას.

მანვე განაცხადა, რომ ევროპელი პარტნიორები ყველა ძალისხმევას მიმართავენ, რათა ომის შემდეგ, უკრაინის ქალაქები და სოფლები აღადგინონ, რომლებსაც აგრესორმა დამანგრეველი დარტყმა მიაყენა.

რობერტა მეცოლა ვიზიტით კიევში იმყოფება, სადაც მან უმაღლესი რადას სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო