წითელი ჯვარი - მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობა გადაიდო

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობა გადაიდო.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გუნდი, რომელიც პარასკევს მიემგზავრებოდა მარიუპოლში და, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისთვის, ზაპორიჟიეში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც შეთანხმების გაგრძელება შეუძლებელი გახდა“ , - განაცხადა წითელ ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა.

კომიტეტის თქმით, ჯგუფმა, რომელიც სამი მანქანისა და 9 პერსონალისგან შედგება, ვერ მიაღწია მარიუპოლს და ვერც შეთანხმებას მოქალაქეებისთვის უსაფრთხო მარშრუტების გახსნაზე.

,,ისინი შაბათს კვლავ ცდიან მოლაპარაკებას უსაფრთხოების მარშრუტებზე. ოპერაციის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა პატივი სცენ შეთანხმებებს და უზრუნველყონ აუცილებელი პირობები და უსაფრთხოების გარანტიები. როცა მოქალაქეების გაყვანის ოპერაცია დაიწყება, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის როლი, როგორც ნეიტრალური შუამავალი, იქნება მარიუპოლიდან მომავალი კოლონების სხვა ქალაქებში გაყოლა/თანხლება იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა