თინა ხიდაშელი - ხელისუფლება არის სუპერმშიშარა - დგას მიკროფონებთან და ეპაექრება ვოლოდიმერ ზელენსკის, რომელსაც ფარაჯა აცვია და ომშია

საქართველოს ხელისუფლებამ უნიკალური თვისება გამოაჩინა, რომ ის არის სუპერმშიშარა ხელისუფლება და როდესაც ასეთი მშიშარა ხარ, შენს წინააღმდეგ მაინცდამაინც თოფი, ტანკი და საჰაერო თავდაცვა არ სჭირდებათ , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც, სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში იქნება.

მისი თქმით, დღეს საქართველოზე შეტევა მიმდინარეობს, რაც არა სამხედრო, არამედ საინფორმაციო შტურმს გულისხმობს.

„დღეს ამ განცხადებებით, სრულფასოვნად ჰიბრიდული ომია სახეზე. საქართველოზე მიმდინარეობს შეტევა, არა სამხედრო შესაძლებლობების გამოყენებით, არამედ ყველა სხვა, დანარჩენი საშუალების გამოყენებით. რატომ? - რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უნიკალური თვისება გამოაჩინა, რომ ის არის სუპერმშიშარა ხელისუფლება და როდესაც ასეთი მშიშარა ხარ, შენს წინააღმდეგ მაინცდამაინც თოფი, ტანკი და საჰაერო თავდაცვა არ სჭირდებათ, მუდმივად უნდა შეგიძახონ, რომ შეშინებულის მდგომარეობაში იყო. როდესაც ბევრი ფლანგიდან მიმდინარეობს შეტევა და ის სინქრონიზირებულია, საინფორმაციო შტურმს ვგულისხმობ, გაქვს აბსოლუტური რწმენა, რომ ეს არის ორკესტრირებული. ეს არაა, რომ უცებ ბიბილოვმა გამოიღვიძა და დაინახა უკრაინაში რა ხდება“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მან ასევე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევის გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ომში მყოფ პრეზიდენტს ეპაექრება.

ხიდაშელის შეფასებით, დღეს მთავარი ამოცანა არის, რომ ზელენსკის მიერ საქართველოს მოსახლეობისთვის მიმართვა, გახდეს საყრდენი პლატფორმა ქართულ-უკრაინული ურთიერთობებისთვის.

„როდესაც ელჩთან დაკავშირებით ასეთი ამბავი ხდება ორ სახელმწიფოს შორის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემები, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები უკრაინასთან. ჩვენ პრობლემები გვაქვს უკრაინასთან უკვე ბევრი წელია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, მანამდე ჩვენ გვყავდა უკრაინიდან ელჩი გამოწვეული. ჩვენი ხელისუფლება, დგას მიკროფონებთან და სიტყვიერად ეპაექრება ვოლოდიმერ ზელენსკსის, რომელსაც ფარაჯა აცვია და ომშია. მთავარი ამოცანა ის არის, ზელენსკი ჩვენ რომ გველაპარაკა, ეს იყოს საყრდენი პლატფორმა ქართულ-უკრაინული ურთიერთობებისთვის. ზელენსკიმ, რომ თბილისის ქუჩას მიმართა, ეს იყოს მთავარი ამოსავალი ხვალინდელი დღისთვის, ეს პლატფორმა და შანსი არ უნდა დავკარგოთ“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა