ლიზ ტრასი - ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას შევთანხმდით, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს და ვიმუშავებთ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად

ვიმუშავებთ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად , - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე შეეთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დაწერა.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს დღეს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ვესაუბრე. ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს და ჩვენ ვიმუშავებთ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას”, - აღნიშნა ტრასმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს