თეთრი სახლი უკრაინას ქიმიური ან ბიოლოგიური თავდასხმებისთვის მომზადებაში დაეხმარება

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ უკრაინას მიაწვდის მასალებსა და აღჭურვილობას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს გამოყენებისთვის მზადყოფნაში მოიყვანს.

აშშ და მისი დასავლელი მოკავშირეები შიშობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის მკაცრი წინააღმდეგობის გასარღვევად ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანებას გასცემს.

გარდა ამისა, კრემლმა უსაფუძვლო ბრალდებები წამოაყენა შეერთებულ შტატებისა და უკრაინის მიმართ ბიოიარაღთან და ქიმიურ თავდასხმებთან დაკავშირებით, რის გამოც აშშ-ის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ რუსეთი ცრუ დროშის ოპერაციას გეგმავს.

POLITICO-ს ინფორმაციით, აშშ ჩქარობს უკრაინელ სამოქალაქო პირებს გაზის ნიღბები, პერსონალური დამცავი აღჭურვილობა და სხვა მასალები მიაწოდოს, თუმცა კიევმა შეიძლება ამ დამცავი საშუალებების სამხედროებისთვის გაგზავნა გადაწყვიტოს.

ამავე გამოცემის ცნობით, გაურკვეველი რჩება თუ რამდენი მსგავსი აღჭურვილობაა უკვე გაგზავნილი შეერთებული შტატების მიერ უკრაინაში ან მთლიანობაში რამდენის გაგზავნა იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა