CNN - უკრაინის მოსახლეობის დაახლოებით, 10%-მა ქვეყანა დატოვა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა

უკრაინის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით, 10%-მა ქვეყანა დატოვა მას შემდეგ, რაც რუსეთი, 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა. დაახლოებით, 4 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი, მეზობელ ქვეყნებში უსაფრთხოებას ეძებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლტოლვილთა უმრავლესობა პოლონეთმა მიიღო, რადგან დაახლოებით, 2,4 მილიონი უკრაინელი უსაფრთხოების საძიებლად, დასავლეთისკენ გაემართა.

როგორც CNN-ი იუწყება, გაერო-ს მონაცემებით, რამდენიმე ასეული ათასი უკრაინელი, იმავდროულად, ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის, რუმინეთში, მოლდოვასა უნგრეთში წავიდა.

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა (UNHCR) ფილიპო გრანდიმ, ლტოლვილების მიერ, უკრაინის დატოვებას ,,მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოვლილთა კრიზისი" უწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა