უკრაინა აცხადებს, რომ ოდესაში საცხოვრებელ უბანს სამი რუსული რაკეტა ესროლეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესის გუბერნატორის თქმით, სამი რუსული რაკეტა მოხვდა ქალაქის საცხოვრებელ უბანს, რამაც მსხვერპლი გამოიწვია, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გუბერნატორ მაქსიმ მარჩენკოს მტკიცებით, რაკეტები, სამხრეთით, მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმიდან იყო გასროლილი.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ მათმა საჰაერო თავდაცვამ, ქალაქში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასxმები აღკვეთეს.

,,მტერი ცდილობდა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რომელთა განადგურება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შეიძლება საშიში იყოს, ეშმაკური გზებით დარტყმა მიეყენებინა. საჰაერო თავდაცვის ძალების დროული და ეფექტური რეაგირების წყალობით, რაკეტებმა მათ სამიზნეებს ვერ დაარტყეს", - სოციალურ ქსელში წერს სამხრეთის სარდლობა.

აღნიშნულის შესახებ ცნობები, BBC-ს დამოუკიდებლად არ გადაუმოწმებია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს