ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელი მუსლიმები რამადანის წმინდა თვეს აღნიშნავენ - ამ თვეს უკრაინაში კიდევ ერთი სათნოება ემატება, თქვენი ძმებისა და ხალხის ერთგულება - მთელი ჩვენი მიწისთვის აუცილებლად მივაღწევთ მშვიდობას

ჩვენ, მთელი ჩვენი მიწისთვის, აუცილებლად მივაღწევთ მშვიდობას, - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რამადანის დღესასწაულზე საუბრისას, მის ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, რამადანს გულწრფელი ლოცვა, კეთილი საქმე და შენდობა ახასიათებს, მაგრამ უკრაინის შემთხვევაში, ამ ყველაფერს ბრძოლაში მყოფების ერთგულებაც ემატება.

,,2 აპრილს, უკრაინელი მუსლიმები, მსოფლიოს ყველა მუსლიმთან ერთად, რამადანის წმინდა თვეს აღნიშნავენ. ამ თვეს გულწრფელი ლოცვები, შენდობა და კეთილი საქმეები ახასიათებს, მაგრამ უკრაინაში, კიდევ ერთი სათნოება ემატება - ბრძოლებში, თქვენი ძმებისა და ხალხის ერთგულება, უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლებში, ჩვენს ომში, დამოუკიდებლობისთვის, სადაც ჩვენ, აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ, მთელი ჩვენი მიწისთვის, აუცილებლად მივაღწევთ მშვიდობას", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო