ვოლოდიმირ ზელენსკი ბელგოროდში ხანძრებზე - გულწრფელად გითხრათ, არაპროფესიონალურია საუბარი, რომ სადღაც რაღაც ფეთქდება, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს

დღეს განცხადებების მოსმენა, რომ სადღაც რაღაც ფეთქდება, მაშინ როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს - გულწრფელად გითხრათ, ამაზე საუბარი არაპროფესიონალურია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ნავთობბაზასა და იარაღის საცავში გაჩენილი ხანძრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა აღნიშნულ მოვლენებში უკრაინა თანამონაწილე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის, როგორც მთავარსარდალი გაცემულ ბრძანებებზე ხმამაღლა არ საუბრობს და გარკვეულ საკითხებს მხოლოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან განიხილავს.

„მაპატიეთ, მე არ ვაპირებ არცერთი ჩემი ბრძანების განხილვას. არის რაღაცები, რასაც მე ვუზიარებ მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არის საომარ მდგომარეობაში. ჩვენ თავს დაგვესხნენ. აი, რა არის მნიშვნელოვანი. ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა და დღეს განცხადებების მოსმენა, რომ სადღაც რაღაც ფეთქდება, მაშინ როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს - გულწრფელად გითხრათ, ამაზე საუბარი არაპროფესიონალურია. რუსებმა მოახდინეს ჩვენი ტერიტორიების ოკუპირება, ისინი დაგვესხნენ თავს. ეს ომი უკვე 8 წელია გრძელდება, ამიტომ რაც არ უნდა მოხდეს ამა თუ იმ ვითარებაში, ჩემთვის კომენტარის გაკეთება რთულია“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა