ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან ერთად, პატივს მივაგებ დიდი მამულიშვილის, არჩილ ტატუნაშვილის ნათელ ხსოვნას

არჩილმა ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსა და ღირსების დასაცავად. თითოეულ ჩვენგანს მუდამ გვემახსოვრება მისი გმირული თავგანწირვა, მის მაგალითზე აღიზრდებიან მომავალი თაობები, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ გამოქვეყნდა.

დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39 წლის გახდებოდა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს იყენებს, რათა მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუღძვის მის სიკვდილში.

„ჩვენ ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ იმისათვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუღძვის მის სიკვდილში. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან ერთად, პატივს მივაგებ დიდი მამულიშვილის ნათელ ხსოვნას”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა