ვოლოდიმირ ზელენსკი - რუს დიქტატორს, ვლადიმერ პუტინს, სურს ყველაფერი, რასაც მას დასავლეთი მისცემს, მისი მადა იზრდება

რუს დიქტატორს, ვლადიმერ პუტინს სურს ყველაფერი, რასაც მას დასავლეთი მისცემს, მისი მადა იზრდება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ FoxNews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ დასავლეთი გააფრთხილა, რომ რუსეთი თავის აგრესიას უკრაინის მიღმა ევროპაში გააგრძელებს და მიაღწევს სასურველს იმ შემთხვევაში თუ მას ახლა არ შეაჩერებენ.

„რაც უფრო მეტს აძლევ, მით უფრო იზრდება მათი მადა. თუ ჩვენ კუთხეში მიგვიმწყვდევენ, უკრაინელი სამხედროები სრული ძალით უპასუხებენ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა